ხოშტარიას განცხადებით, სასამართლოში იბარებენ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „დროას” დამფუძნებლის  ელენე ხოშტარიას განცხადებით, მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 15 სექტემბერს მისი პროცესი დაინიშნა. ხოშტარიას ამბობს, რომ როგორც მას უთხრეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პროტესტს შეეხება. მისი თქმით, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას არ აპირებს.

„წარმოდგენა არ მაქვს, არ მინახავს არანაირი უწყება, ვიღაც დამიკავშირდა, მითხრა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის პროტესტის გამო, რაღაცას მედავებიან, უბრალოდ არ მაინტერესებს, არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია, ივანიშვილის გვირაბშიც რაღაც რომ დავწერე, ამაზეც დამაჯარიმეს, კანცელარიის შეღებვაზეც დამაჯარიმეს. არ მაინტერესებს, რადგან ეს არც სასამართლო პროცესია, არც სამართლებრივი პროცესია, ამორალურია სრულიად და სწორედ ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები“,- აცხადებს ხოშტარია.