ხვალ 17:00 საათზე აქცია კანცელარიასთან - ღარიბაშვილის სახლთან ენმ-მ ხვალინდელი გეგმა გამოაცხადა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები პრემიერ-მინისტრის სახლთან მივიდნენ.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ხვალიდან იწყება ყოველდღიური პროტესტი.

„ბრძოლა იქნება ყოველდღიური და სადაც უნდა წახვიდე ირაკლი, ანტუნი, ტრი-ტრი, ყველგან მოგწევს უკან-უკან გამოხედვა, იმიტომ, რომ  ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში.

ხვალ 17:00-ზე ყველას გელოდებით კანცელარიასთან. პროტესტი იქნება ყოველდღიური, სანამ არ გავალთ შედეგზე. შედეგი არის შემდეგი – პრეზიდენტ საკაშვილის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ წყვეტს საპარლამენტო მუშაობას, ასევე დღეიდან იწყებს კონკრეტულ აქტივობებს და დედაქალაქი გახდება საპროტესტო ცენტრი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე ერთობლივად იმსჯელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.