„ხვალაც ვრჩები თბილისში" - დანიელსონმა ვიზიტი ერთი დღით გაახანგრძლივა

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით რჩება, – ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და მე გადავწყვიტე, პროცესი კიდევ უფრო წინ რომ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი გახანგრძლივდება კიდევ ერთი დღით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესში. ეს არის მხარეებზე დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე გააგრძელონ გზა”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პროცესი არის რთული და მას უფრო მეტი დრო სჭირდება.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწვეტილებამდე მივედით”, – აღნიშნა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, დილიდან მართავს.