კირთაძე და ქამადაძე ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში თანამდებობებს ტოვებენ

პუბლიკა

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო. შედეგების გამოცხადების შემდეგ ბათუმში ენმ-ის ორგანიზაციაში გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. ისინი არჩევნებში ნიკა მელიას გულშემატკივრობდნენ. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში გიორგი კირთაძე პარტიის გენერალური მდივანი უნდა გამხდარიყო.

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ პარტიის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა ტოვებს პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოსტს. პარტიაში თანამდებობას ტოვებს მირტად ქამადაძეც, თუმცა კირთაძის მსგავსად არც ის განიხილავს პარტიის დატოვებას. მირტად ქამადაძე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრია.