კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია - ტიკარაძე

პუბლიკა

„იმისთვის, რომ ნათელი გავხადოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჩავატარეთ მოკვლევა, რადგან მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის აცრილი“. – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას.

„დავადგინეთ  ჰოსპიტალში მოხვედრილი იმ პაციენტების პროცენტული წილი, რომლებიც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილები.

ერთჯერადად აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2,85%, ხოლო ორჯერადად აცრილებში – 2,13%.

95% იმ ადამიანებისა, რომლებიც კლინკაში არიან მოხვედრილნი, არც ერთი დოზით და არც ერთი ვაქცინით არ არის აცრილი.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად ეფექტიანი იარაღია ვაქცინაცია“, – ამბობს მინისტრი.