კომიტეტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოთხოვნას, ვადაზე ადრე შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება.

კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება განსახილველად, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და კიდევ ერთხელ ეყრება საკითხს კენჭი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუწყდება ნიკა მელიას ოფიციალურად დეპუტატის უფლებამოსილება.

მელიამ 29 ივლისს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო მანდატს და ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

„ოცნების“ მიერ დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადების მიუხედავად, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.