კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2" „ფარული ვნების" გამო 2 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „მედია ჰოლდინგი“ (სამაუწყებლო არხი „რუსთავი 2“) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების შესაბამისად განთავსება დაავალა.

„რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქეებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ მიმართეს.

კომუნიკაციების კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალ „ფარულ ვნებას“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა არასათანადო კატეგორია,  რომელიც კანონის შესაბამისად სამაუწყებლო ბადეში 24 საათიდან უნდა განთავსდეს.

LB loan image desktop LB loan image mobile