„კონკრეტულ თარიღებზე ვერ ვისაუბრებთ“ - მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ილია დარჩიაშვილის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

„ცალსახად მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ღამით გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია.

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ვაგრძელებთ დაკვირვებას და თუ გარემოებები მოგვცემს შესაძლებლობას. ეს საკითხი აწუხებს ბიზნესაც… ეს კომპლექსური საკითხია. კონკრეტულ მომენტში თარიღებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა მან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს და კინოთეატრებს;
  • 19 მარტიდან კი დასაშვები ხდება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში.