კონკრეტულად გვითხარით, სად დაინიშნა პარტიული ხელმძღვანელი თეატრში? - თალაკვაძე დეპუტატს

პუბლიკა

რა არ მოგწონთ, ბატონო როსტომ? ეროვნული საგაძური რომ მოიკითხა და აღნუსხა, ეგ არ მოგეწონათ თუ საჯარო ფინანსების სამართლიან განაწილებაზე რომ დაიწყო ზრუნვა, ეგ არ მოგეწონათ? კონკრეტულად გვითხარით ერთი, სად დაინიშნა პარტიული ხელმძღვანელი თეატრში? – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის გამოსვლას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ტალახს უსაფუძვლოდ ისვრის.

„რა არ მოგწონთ, ბატონო როსტომ? ეროვნული საგაძური რომ მოიკითხა და აღნუსხა, ეგ არ მოგეწონათ თუ საჯარო ფინანსების სამართლიან განაწილებაზე რომ დაიწყო ზრუნვა, ეგ არ მოგეწონათ?

ან ეს თეატრების მაგალითი… კონკრეტულად გვითხარით ერთი, სად დაინიშნა პარტიული ხელმძღვანელი თეატრში? მე პირადად ბევრ მაგალითს გეტყვით, რომ პროფესიონალები შეირჩნენ და ბევრიც მოქმედი, ვინც იყვნენ წინა წლებში, ის ადამიანები დაინიშნენ დირექტორებად. ასე, რომ  ასე ტალახის სროლას უსაფუძვლოდ და მოკლევადიანი ტყუილები არაფერს მოგიტანთ, მეგობრებო, პასუხებსაც მიიღებთ, სიმართლესაც გამოვიტანთ და გაჩვენებთ ყველაფერს, რა და როგორ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ გამოსვლაში კულტურის სამინისტროს პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჩხეიძის განცხადებით, კულტურის მინისტრი თეა წულუკაინი ერთმანეთზე უფრო გაუმართლებლი მოქმედებებით გამოირჩევა.

როსტომ ჩხეიძემ კონკურს „ლიტერას“ გარშემო განვითარებულ ამბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თავისუფალი ლიტერას“ წარმატება წულუკიანისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან იგივეა მოსალოდნელი სხვა სფეროებში, სადაც, ჩხეიძის თქმით, მინისტრი პოლიტიკური მეთოდებიც ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას და რეპრესიებს.

როსტომ ჩხეიძე გამოეხმაურა ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმების პრობლემას, თეატრებს, სადაც, მისი თქმით, პირადი პარტიული შეხედულებით ნიშნავს რეჟისორებს.

„გელათის ტაძარიც ცეკას სარდაფს დაგვიმსგავსა“, – თქვა ჩხეიძემ.