კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი | 15 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 584 პირი, ხოლო გარდაიცვალა 29 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.