კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი | 8 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.

გარდაიცვალა 30 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა – 595, იმერეთი – 415, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 155, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.