კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 პირი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით და Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.