კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

პუბლიკა

„მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა, 2 დოზა ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან და მათზეც იგივე რეგულაცია გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაა“, – განაცხადა ღიბრაძემ.