კოვიდსასტუმროებში პორტატული ჟანგბადის აპარატები დაემატა - გაბუნია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვიდსასტუმროებში პორტატული ჟანგბადის აპარატები დაემატა.

„კოვიდსასტუმროებში დაემატა ჟანგბადის კონცენტრატორები – ეს არის პორტატული ჟანგბადის აპარატი, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოს გარე პირობებში . აპარატი შეიძლება ბინაზე გამოვიყენოთ, სასტუმროში გამოვიყენოთ და თუ პაციენტი რაღაც მომენტში დროებით საჭიროებს ჟანგბადით დახმარებას ამის შესაძლებლობა მარტივად არის და ასევე, შესაძლებელია ტრანპორტირებამდე სტაბილიზაციის შესაძლებლობისთვისაც გამოვიყენოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჟანგბადების უზრუნველყოფის მაქსიმალური მობილიზაციაა საავადმყოფოებშიც იმისთვის, რომ ჟანგბადის მზარდი ხარჯვის პირობებში, რესურსი არ ამოწურულიყო.