კულტურის უწყებას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში 70-მდე პირი უკანონოდ გაათავისუფლეს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

არასამათავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ Საერთო ჯამში, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა. ორგანიზაციის შეფასებით, დაწესებულებებში დაწყებულმა რეორგანიზაციამ და მასშტაბურმა საშტატო ცვლილებებმა საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

„ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციის შედეგად 30-მდე თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა.

დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებით, დასაქმებულები თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს ან ხელმძღვანელი პოზიციებიდან სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს. რეორგანიზაცია ჩატარდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. Საერთო Ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო ახორციელებს საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო. Რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულები ფასდებიან არა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის, არამედ მათი განსხვავებული მოსაზრებების, საჯარო პოზიციებისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, რაც ცალსახად არის საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი უფლებების უხეში დარღვევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უფლებადარღვეული დასაქმებულების ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში დაიცავს.


„დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის“, – კულტურის სამინისტროსთან ამ სლოგანით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები ხელოვნების მუზეუმის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან.

LB loan image desktop LB loan image mobile