კვირას ქვეყანაში „ფაიზერის“ 400 000 დოზა შემოვიდა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, კვირას ქვეყანაში ფაიზერის 400 000 ვაქცინა შემოვიდა.

საქართველოში ჯამში „ფაიზერის“ მილიონ-ნახევარი დოზა შემოვიდა, აქედან 700 000 არის დარჩენილი, დანარჩენი გამოყენებულია ასაცრელად ან დაჯავშნილია.

გამყრელიძის განმარტებით, დარჩენილი დოზებით 350 000 ადამიანი შეძლებს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში აიცრას. სასურველია, „ფაიზერი“ და სხვა ვაქცინები მოსახლეობამ ამ პერიოდში გაიკეთოს და, მისი პროგნოზით, „ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გატყდება წელში ეპიდემია“.

„გვინდა, ეს იყოს მილიონი + მილიონი აცრა. მაშინ იქნება 3 200 000 აცრა. ეს არის ოპტიმალური სცენარი“, – განაცხადა მან.