კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და ამას განსაკუთრებულის სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება.

„ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იმისგან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას. მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

16 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საერთო კოვზით ზიარებისას ვირუსის გავრცელების რისკებზე განაცხადა, რომ „ამისთვის საჭირო არის მეცნიერული კვლევა, თუ ჩვენ ამ კვლევას ჩავატარებთ, მერე  შეგვეძლება ამაზე პასუხი“.