ლიანდაგებში მოქალაქის ჩავარდნის გამო მეტროში მოძრაობა შეჩერებული იყო

პუბლიკა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერდა. ამის მიზეზი ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნა გახდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, მოძრაობა კი უკვე აღდგა.