ლიეტუვა საქართველოს 15 000 ვაქცინას გადასცემს - ლანდსბერგისი

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას – ლიეტუვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებაში დაეხმარება.

„ლიეტუვის მთავრობამ ახლახან დაადასტურა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინას გამოყოფს. უკრაინა – 100 000-ს, საქართველო – 15 000-ს, მოლდოვა კი – 11 000 ვაქცინას მიიღებს.

ეს პატარა ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედი მაქვს, ევროპიდან ჩვენი პარტნიორებიც გამოიჩენენ სოლიდარობას და ბევრად მეტი [ვაქცინა] გამოჩნდება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე.