ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

პუბლიკა

ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ლუი ანდერსონი დღე, 21 იანვარს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლინიკაში სიმსივნეს ებრძოდა.

ლუი ანდერსონი 2016 წელს „ემის“ ლაურეატი სერიალ „ბასკეტსში“ შესრულებული როლისთვის გახდა, თუმცა მას საზოგადოება ყველაზე კარგად ანიმაციური სერიალიდან – „ცხოვრება ლუისთან ერთად“ იცნობს, რომლის შემქმნელი და გამხმოვანებელიც თავადვე იყო.