მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად ვმართავთ ქვეყანას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას.

„ჩვენ 9 წლის განმავლობაში ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრმ ეს არ ყოფილა შემთხვევით, მეგობრებო, ეს არის გააზრებული პოლიტიკის შედეგი, რომელიც მოიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, და განვითარება ყველა მიმართულებით, რაც მთავარია, გვაქვს რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 7 649 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.