მარნეულში აქცია დასრულდა. ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

პუბლიკა

მარნეულში აქცია, რომელზეც მოსახლეობა პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროსტესტებდა, დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებაში დახმარება დაჰპირდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ  ხელისუფლების მხრიდან პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ.

რადიო „მარნეულმა“ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ჩაწერა.

„გაჩნდა პატარა ლოჯისტიკური პრობლემა. ასეთი პრობლემების გადაწყვეტა სწრაფად ხდებოდა ეს პრობლემაც სწრაფად გადაიჭრება. დღეს შემოვლენ მანქანები. პრობლემა იყო ორი ტიპის. ერთი იყო ფასი, რადგან მოსახლეობა მოითხოვს იმავე ფასს, რაც შარშან და შარშან წინ იყო. იგივე ფასი ვერ იქნება“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს მარნეულის ცენტრში 7 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა.