პროტესტის ნიშნად მარნეულში მოსახლეობამ გზა დაკეტა

პუბლიკა

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, მარნეულში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რაიონიდან მათი პროდუქტების გატანას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.

ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობა აპროტესტებს მძიმე სოციალურ მდგომარეობას, გადაკეტეს გზა და ითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლას.

ჟურნალისტი ამბობს, რომ პროტესტის ძირითადი მიზეზი პროდუქტების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული.

კადრებში, რომელსაც მარნეულის რადიო ავრცელებს, ჩანს, რომ მოსახლეობამ გზაზე გაიტანა პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ.

ადგილზე იმყოფება ევროპული საქართველოს წარმომადგენელი აჰმედ იმამკულიევი. ის ამბობს, რომ ადგილზე მარნეულის მერი უნდა გამოცხადდეს და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ჟურნალისტის თქმით, ადგილზე ელოდებიან ზაურ დარგალს.