„მარტივი თემებით დაწყება მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია" - სამადაშვილი ნათელაშვილის პროტესტზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, არ იზიარებს შალვა ნათელაშვილის იმ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც ლეიბორისტების ლიდერმა მოლაპარაკება დატოვა.

როგორც სალომე სამადაშვილი „რუსთავი 2″-თან ამბობს, მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია, რომ საუბარი იწყება ადვილად შესათანახმებელი თემებით, და შემდეგ გადადის რთულ თემებზე. მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა თემა, მათ შორის, არჩევნების, და პოლიტპატიმრების საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა   „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დატოვა. მან თქვა,  რომ მისი პარტია ტოვებს „მოლაპარაკების იმ ფორმას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან“.

ნათელაშვილის თქმით, ის დაუბრუნდება მოლაპარაკებას მას შემდეგ, რაც ეს ორი საკითხი იქნება გადაწყვეტილი.