მასწავლებლის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

გოირს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მიმართ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

ძალადობის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„როცა ჩვენთვის გახდა ეს ფაქტი ცნობილი, მასწავლებლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ფაქტი სოციალური ქსელიდან, წარმოებაში გადაეცა დისციპლინურ  კომიტეტს, რომელმაც გამოიკვლია, ახსნა-განმარტება ჩამოართვა პედაგოგსა და მოსწავლეებს, შემდეგ გასცა რეკომენდაცია, როგორც უნდა გვემოქმედა, შესაბამისად, პედაგოგი განთავისუფლებულ იქნა სკოლიდან“, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.