მე ბედნიერი ვარ, რომ ჟურნალისტები თითო-თითო შემთხვევას დასდევენ – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ აცხადებს, რომ საქართველო შედარებით უმტკივნეულოდ მოვიდა ამ მდგომარეობამდე. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ბედნიერია, როდესაც ჟურნალისტები თითო-თითო შემთხვევას აშუქებენ და იკვლევენ.

„იცით რა, მე ძალიან ბედნიერი ვარ, ხოლმე და ეს უნდა ვთქვა. უბრალოდ, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები თითო-თითო შემთხვევას დასდევენ და თითო-თითო შემთხვევებს რომ იკვლევენ – ეს იმ კლასტერიდან არის, ეს იმის გვერდით იწვა კლინიკაში და ა.შ. მე ბედნიერი ვარ, ამას რომ ვუყურებ, რადგან ისინი არ აცხადებენ… თითო-თითო შემთხვევებს დასდევენ და წარმოიდგინეთ ქვეყნები, სადაც ამ დროს თქვენი კოლეგები უბრალოდ სტატისტიკას აცხადებენ – ასობით დაიღუპა, ათასობით მოხვდა საავადმყოფოში და ა.შ.  ღმერთმა ქნას, ასე თითო-თითო შემთხვევას სდიოთ თქვენ. ჩვენი მთავარი ამოცანაც დღეს ესაა“, – ამბობს პაატა იმნაძე.