„მერების ხელფასებს გავაორმაგებთ, 2000 ლარად მუშაობა წარმოუდგენელია" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მერების ხელფასი დაახლოებით 1800-2000 ლარს შეადგენს. აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან“, – თქვა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, 2022 წლის იანვრიდან  ეტაპობრივად დაიწყება როგორც მერების, ისევე, ზოგადად, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა.

„გავზრდით მერების ხელფასს, გავაორმაგებთ. შეუძლებელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად, წარმოუდგენელია“, – თქვა მან.