„მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

პუბლიკა

„მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე, თბილისის სარებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე იქნება.

„თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის მხრიდან“ არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატო-ს შორის თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე ნატო-ში საქართველოს მისიაში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის. მთელი მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოსკენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ და იმ უამრავი პრობლემის დამარცხებისკენ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი სია ასეთია:

  • საბურთალო – სერგო ჩიხლაძე;
  • კრწანისი – დავით ცეკვავა;
  • ისანი – თეონა ჭალიძე;
  • გლდანი – ნანა ტოხვაძე;
  • დიდუბე- ოთარ ბაღათურია;
  • სამგორი- ვახტანგ იაშვილი;
  • ვაკე- პაატა ჩიქოვანი;
  • მთაწმინდა- ირაკლი გოგუაძე;
  • ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი;
  • ნაძალადევი- ზაზა კორთხონჯია;