მესტიის გზაზე „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა

პუბლიკა
მესტიის გზაზე „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.

ადგილზე  მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება”, – აცხადებენ უწყებაში.