მიკროსაფინანსო, სადაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა
წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირველადი ინფორმაციით, მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სრულ კოორდინაციაშია შსს-სთან.
„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა“,- ნათქვამია განცხადებაში.