მიშა მშვილდაძეზე თავდასხმისთვის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა. „ფორმულას“ ცნობით, მოსამართლის შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა მას ამ ოდენობის თანხა, დარბაზიდან უპასუხეს, რომ „გულშემატკივრები შეუგროვებდნენ“.

მედიით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ პროცესს ესწრებოდა  ანტიდასავლური და ანტილიბერალური მოძრაობა  „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიც.


პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).