„მნიშვნელოვნად დააზიანა ეროვნული ინტერესები“ - ქუთელია ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებაზე

პუბლიკა

პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბათუ ქუთელიამ ევროპარლამენტარების ჩაშლილი ვიზიტის შესახებ, ბრიფინგი გამართა.

ქუთელიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები.

მისი თქმით, პარტია „დროა“ ითხოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილ წერილს, დაინიშნოს ამ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი და გაიმართოს მოლაპარაკებები სწორედ იმ თემებზე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას გამოვიდეს შიდაპოლიტიკური კრიზისიდან.

„ჩვენ ვთვლით, რომ ამ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ევროპა და ევროპული ფასეულობები არ გახლავთ მათი ინტერესების საგანი და პირიქით ამ გადაწყვეტილებით, მმართელმა პარტიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასევე დაზიანდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

კარგად უნდა გვესმოდეს ამ ვიზიტის ჩაშლის მნიშვნელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარებს საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა საჯარო განცხადებისა და წერილის ფორმით მოუწიათ. ეს ასევე აზიანებს ჩვენს ინტერესებს და კიდევე რთელ ხაზს უსვამს, რომ ქართულ “ოცნებას” გამთლიანებისკენ სვლისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვს. განსაკუთრებით, გლობალურ  ევროპულ უსაფრთხოებაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც ეროვნულ კონსენსუსს და ეროვნულ თანხმობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში. ეს პროცესები ახლა მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, საქართველო დაშორდა ამ პროცესს“,- აცხადებს ქუთელია.