მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის თვითმიზანი იყო - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმების მიუღწევლობაში დამნაშავე ოპოზიცია იყო, რადგან მათ ჰქონდათ ულიმატუემები, რომლებიც „კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას“ გულისხომბდა. კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო მოლაპარაკების ჩაშლა და მათ არ სურდათ შეთანხმების მიღწევა.

„იყო საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც. თუმცა, სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის შეთანხმების ჩაშლა იყო თვითმიზანი. მათ მიერ დაყენებული იყო ისეთი ულტიმატუმები, რომლებიც ითალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში.

გამოჩნდა ის, რომ თვითმიზანი იყო ოპოზიციისთვის ამ მოლაპარაკების ჩაშლა. რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმეტესობა, მათ შორის, მათი უმეტესობა, ვინც აქ იყო წარმოდგენილი, იმართება კიევიდან – მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს შეთანხმება.

თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და გაღიზიანებული რიტორიკა, რაც არის იმის დასტური, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ყველა პუნქტი გარდა ერთისა, ეს ერტი პუნქტი იყო პარლამენტში შესვლა, რაც დაგვამადლეს. ყველა პუნქტი გარდა ამისა, იყო ის პუნქტები, რაც ითვალისწინებდა ჩვენი მხრიდან რაღაცების გაკეთებას.

ჩვენ ამ შემთხვევაშიც კონკრეტიკაზე ვერ ვსაუბრობთ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პროცესი ზოგადად არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს სამომავლოდ პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.