მოსახლეობის 10%-ს მიაჩნია, რომ 5G-ის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან - NDI

ია კელერმანი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, მოსახლეობის 10% ამბობს, რომ ეთანხმება, 45% არ ეთანხმება, 16%-ს არ სმენია 5G-ის შესახებ, ხოლო 30% -მა უპასუხა, რომ არ იცის.

მეთოდოლოგია:

მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუსჯგუფების მეთოდოლოგია.

სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ფოკუსჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუს ჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.

ND-ის მიხედვით, მონაწილეთა შერჩევა ორი მეთოდით მოხდა: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.

ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.

LB loan image desktop LB loan image mobile