მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნის თაობაზე დააკმაყოფილა. დღეს სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები და სხვა დამსწრე პირებიც შეუშვეს. სხდომას არ ესწრება თავად ღარიბაშვილი.
2 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლემ სხდომა დახურა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ მისი სასამართლო პროცესების დახურვა „ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებაა“. ღარიბაშვილი ამობდა, რომ პროცესი უნდა ჩატარებულიყო გამჭვირვალედ და საზოგადოებას უნდა დაენახა თუ რას ეხებოდა პროცესი.
ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოგვიანებით აღნიშნული საკითხების შესწავლა დაიწყო. შესასწავლ საკითხებს შორის ერთ-ერთი სასამართლო სხდომების დახურვის სამართლებრივი საფუძვლების შეფასებაც იყო.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურორს წერილობით მიმართეს და მისი განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. საუბარია ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდო შანტაჟზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე.
2026 წლის 24 აგვისტოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის ვერსიით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას დანაშაულებრივ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა და სანაცვლოდ ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.