მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - შსს

პუბლიკა

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა გოგომ იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი მამაა დაკავებული.

შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ახალშობილი ცოცხალია.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.