მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ, ერთი პირი დააკავეს.

„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ასფალტზე პულვერიზატორით წარწერის გაკეთება სცადა.

შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ნარმანია ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლითაა დაკავებული.

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით მართავს. ისინი პრემიერს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა.