მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნია ცხედარი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნია ცხედარი. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზუსტებულ ცნობებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

გუშინ, 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შანეი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.

შანეი ბრუკი საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile