„მზად ვარ, ყველასთან ვიდებატო“ - კალაძე მხოლოდ გახარიასა და მელიასთან დებატს გამორიცხავს

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევას „რუსთავი 2-ის“ ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა კანდიდატთან გამართოს დებატები.

„რატომ ორ ადამიანს? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, ჩემთვის არაფრით არ განსხვავდებიან თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია, იგივე ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან, იგივე სხვა კანდიდატებისგან. პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. კახა კალაძე დაუჯდება ყველას აბსოლუტურად, ამის შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, გვექნება შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები. არაფრით არ გამორჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან ნიკა მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში. ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ, რა თქმა უნდა, ვიდებატო“, – განაცხადა კახა კალაძემ.


გიორგი გახარიამ საკუთარი თავის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დებატებში კახა კალაძესთან ერთად ნიკა მელია გამოიწვია.