ნარიყალას მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

თბილისში, ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.

ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელეს.