ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა - ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 0-ზე დაბალია

პუბლიკა

დასავლეთ ტეხასური ნავთობის (WTI) ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ბაზარზე ფასის რეკორდული ვარდნის გამო, ამჟამად ერთი ბარელის ფასი თითქმის -28 დოლარია. მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, გაყიდვის ნაცვლად მწარმოებლები ნავთობის დასაწყობებისთვის ფულს თავად იხდიან. ამ ტიპის ნავთობის ფასი ერთ დღეში 250%-ით გაიაფდა. იკლებს ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასიც. ამ დროისთვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი -25.60 დოლარია.

WTI-ის მიხედვით ფასებს უმეტესწილად ჩრდილო ამერიკაში ადგენენ. ამ ტიპის ნავთობის მოპოვებაც, ძირითადად, აშშ-ის ტერიტორიაზე ხდება. ბრენტის ფასებს იყენებს OPEC, რომელშიც 13 ქვეყანაა გაერთიანებული და მსოფლიო ნავთობის ყველაზე დიდ მოცულობას აწარმოებს.

ნავთობის ფასებზე გავლენა კორონავირუსის პანდემიამ იქონია. მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს მისი მოპოვების შემცირება უწევთ. OPEC წარმოების შემცირებაზე შეთანხმდა, თუმცა, ბაზარზე ფასის ვარდნა, როგორც Financial Times წერს, აჩვენებს, რომ წარმოების შემცირება ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად მოუწევთ.