ნაყოფია: ენმ-ის არჩევნების შედეგი 30 იანვარს გახდება ცნობილი

პუბლიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით ენმ-ის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12 საათისთვის გახდება ცნობილი. მისი თქმით, არჩევნებში ხმის მიცემა ხვალ დილის 10 საათიდან იქნება შესაძლებელი. ნაყოფიას თქმით, არჩევნები აბსოლუტურად ფარულია და ვერავინ გაიგებს ვინ ვის მისცა ხმა.

„არჩევნები დასრულდება 30 იანვარს დილის 10 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს. 10 საათზე კომისია დაიწყებს უკვე მუშაობას და ვვარაუდობთ, რომ 30-ში 12 საათისთვის უკვე შედეგები იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. არჩევნების მსვლელობისას, საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12, 3, 6 და 9 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თუ დაფიქსირდა ესა თუ ის ხარვეზი. თუმცა ჩვენ ასეთებს არ ველოდებით, რადგან ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არჩევნები ტარდება ელექტრონულად, საარჩევნო კომისიამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ეს პერიოდი იმისათვის, რომ 28-29 იანვარი იყოს მშვიდი, წყნარი და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე.”- განაცხადა ნაყოფიამ.