ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.