ნიკა მელია გათავისუფლდეს, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას - უდუმაშვილი შეთანხმებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ გუნდმა კონკრეტული გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღო. მისი თქმით, მედიატორებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ მთავარ წინადადებას – ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს.

„ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება“,- აცხადებს უდუმაშვილი.