ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნების" პოლიტიკა არის არა ფრთხილი, არამედ - ვასალური

პუბლიკა

„ქართული ოცნების პოლიტიკა არის არა ფრთხილი, არამედ – ვასალური” – ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია პირველთან საუბრისას.

„სიფრთხილე სწორია, დიდი სახელმწიფოებიც ფრთხილობენ, მაგრამ სიფრთხილე ერთია და მონობა, შეშინებული და ვასალური ყოფნა – სხვა”. – თქვა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „რა თქმა უნდა, რეზოლუციაში უნდა ხსენებული ყოფილიყო რუსეთი, თუნდაც ძალიან  ნეიტრალური ფრაზით, როგორიცაა ის რომ მაგალითად „საქართველოს პარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ არ მოხდება კონფლიქტის ესკალაცია და რუსეთის ხელისუფლების მიერ შეჭრა და რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება”.

„თუმცა, არ ვეთანხმები იმას, რომ ახლავე უნდა ჩაიწერო „რუსეთის აგრესია”, რადგან აგრესია სახეზე ჯერ არ არის”. – ამბობს ბურჯანაძე და დასძენს, რომ არ ჰგონია რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდეს  უკრაინაში შეჭრა.