ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა 200 ათასამდე ვაქცინას, რომლის ათვისების გარანტია გვაქვს - ტიკარაძე

პუბლიკა

„გაფუჭებული არ არის არცერთი ვაქცინა. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც რეალურად გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, მართებულია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ვაქცინების ვადის გასვლის შესახებ.

„მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდა ვაქცინაციის ვადა სამი თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით, უკვე სრულიად არის მოხსნილი“, – განაცხდა მინისტრმა.