ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ავადმყოფურ ბოდვაზე - თურნავა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე

პუბლიკა

„ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინები, მაგრამ ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა, მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცებს, არაფერი საქმე არ აქვთ და ვიღაცის ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. მე სერიოზულად ვერ შევალ ამაში. არაფერს ვუშვებ, არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციას, სუს-ის ჩანაწერების შესახებ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.