„ოცნება“ - 24%, ენმ - 9% | მოსახლეობის 42%-მა დაასახელა პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 42%-მა დაასახელა პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. უმრავლესობას კვლავ ვერ გადაუწყვეტია.

მათ შორის, ვინც პოლიტიკური პარტია დაასახელა, პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი შემდეგია:

  • „ქართული ოცნება“ – 24%;
  • ენმ – 9%;
  • სხვა – 8%;
  • არც ერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე – 58%.

2021 წლის წინა თვეებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებთან შედარებით „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი გაიზარდა.

ამავე შეკითხვაზე პასუხად მმართველი პარტია 2021 წლის ივლისში 18%-მა, ხოლო თებერვალში 23%-მა დაასახელა.

ასევე გაზრდილია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელიც, რომელიც ივლისში 6%, ხოლო თებერვალში 7% იყო.

კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).