„ოცნება“ - 48.6%, ენმ - 27.1%, „საქართველოსთვის“ - 5.8% | „ოცნების“ კვლევა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 48.6%;

„ნაციონალური მოძრაობა“ -27.1%;

„საქართველოსთვის“ – 5.8%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.4%;

„მოქალაქეები“ – 2.6%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2.4%

„მესამე ძალა“ – 2.3%

„ლელო“ – 2.3%

„ლეიბორისტული პარტია“ – 1.2%

„გირჩი“ – 1.1%

„ევროპული საქართველო“ – 1.1%

სხვა პარტიები – 2.1%

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8% პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3 პროცენტი.