„ოცნებამ“ მერობის კანდიდატები წარადგინა - სიაში 63 კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალია

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ ბრიფინგი გამართა.

მან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა. 63 მერობის კანდიდატიდან სიაში მხოლოდ 3 ქალია – რუსთავში – ნინო ლაცაბიძე, ნინოწმინდაში – ანივარდ მოსოიანი, დუშეთში – მანანა ნარიმანიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს თავად უხელმძღვანელებს.